logo_geo
eng_logo
ტარიელ ლონდარიძე: სააკაშვილმა ვერ შეძლო ლიდერის როლის შესრულება
- +

11 იანვარი. 2017. 11:51


 


„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ტარიელ ლონდარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილმა ვერ შეძლო პარტიაში დაპირისპირების განმუხტვა და გამაერთიანებელი ლიდერის როლის შესრულება.


ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილის როლია, რომელმაც ვერ შეძლო პარტიაში დაპირისპირების განმუხტვა და გამაერთიანებელი ლიდერის როლის შესრულება, რაც პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. დრო გაივლის, ვნებათაღელვა ჩაცხრება, ცივ გონებაზე თითოეული დაფიქრდება და დასკვნებს გამოიტანს, მე კი, გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი და ვცადო დავუმტკიცო საკუთარ თავს რომ მის გარეშეც შემიძლია ვებრძოლო ჩემი ქვეყნის მტრებს. იმედს ვიტოვებ, დადგება კვლავაც გაერთიანების დრო. ყველას დიდი მადლობა, მიუხედავად ჩვენი პოზიციებისა ყველანი მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გისურვებთ გამარჯვებას, თქვენ ფრონტის ერთი ფლანგიდან და ჩვენ მეორე ფლანგიდან", - წერს ტარიელ ლონდარიძე.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner