logo_geo
eng_logo
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- +

11 იანვარი. 2017. 12:35


 

 


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპატრამენტმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.



„დაკავებულია მოქალაქე ნ.ჭ, რომელიც N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის ს.შ-სთვის ამანათის შეგზავნის მიზნით დაწესებულების საამანათო განყოფილებაში მივიდა. შესაბამისი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მის მიერ  წარდგენილ ს.შ-სთვის განკუთვნილ ტანსაცმელში მალულად იყო ჩაკერებული ვერცხლისფერ ქაღალში შეხვეული ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, რომლებშიც მოთავსებული იყო 0.046141 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი". ნ.ჭ. ადგილზე დააკავეს.

 

 

საქმეზე გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260- მუხლის პირველი ნაწილით და 19-378- პირველი პრიმა მუხლის მერე ნაწილის " ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner