ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო სოფელ წებელდაში, სადაც ქართული ეკლესიის დანკრევა ოფიციალურმა თბილისმა გააპროტესტა, სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს.
„ჩვენ ორი სამხედრო პოლიგონი გვაქვს გულირიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში. ამ პოლიგონებით სარგებლობენ აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო და აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა. ახალი პოლიგონების მშენებლობა არ იგეგმება", - აღნიშნულია დეფაქტო თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.