logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: იმედი მაქვს, შსს გამოავლენს იმ „კრიშებს“, რომლებიც ამდენი ხანი მფარველობდნენ ამ ბუნაგებს
- +

11 იანვარი. 2017. 15:03



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინსიტრის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება:

 

„პრემიერის განცხადებაზე ატეხილი ე.წ. პრადვინუტული ქილიკი არის ბოლომდე თითიდან გამოწოვილი იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ყველამ კარგად იცის, თუ როგორ ჰყვაოდა იმ კლუბებში არასრულწლოვანთა პროსტიტუცია (ამის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს ვწერდით გაზეთში „საქართველო და მსოფლიო", გვქონდა არაერთი გადაცემა რადიოთი და სხვა ბეჭდურ, თუ ელექტრონულ მედიაშიც ქვეყნდებოდა ჟურნალისტური გამოძიების მასალები). ქართველი მამაკაცების არდაშვების უმთავრესი მიზეზიც ზუსტად ეგ იყო და არა ის, რაზეც ეს აგრესიული და ფსევდო ლიბერალები აპელირებენ.

 

იმედი მაქვს, რომ შსს ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს და არა მხოლოდ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლით იმოქმედებს, გამოავლენს იმ „კრიშებს", რომლებიც ამდენი ხანი მფარველობდნენ ამ ბუნაგებს", - წერს გაბრიჭიძე.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე არასრულწლოვანთა პროსტიტუციის პრობლემებზე ისაუბრა. კვირიკაშვილმა საკითხში გარკვევა და მოგვარება შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner