ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ წერს:
„მეცოდება „ნაციონალური მოძრაობა" - ნაქარალი, ნაქორალი, ნაცოცხარი, „ნადუბინკარი", გაგლეჯილ-გამოგლეჯილი, დაჭრილი არწივი, ვეფხვი უსულოდ დანარცხებული!
ვაი, „ნაცმოძრაობავ", ნაჭირნახულევო, სისხლით შეღებილო, აკლებულო, დამწვარო, ტყვექმნილო, იავარაქმნილო.
ვაი, გამესამედებულო! ვაი, ნაოხრობას, დაქცეულობას!
არ გესმით ნანგრევების ღაღადისი?!
ვაი, ვაი, ვაი!" - წერს ზედელაშვილი.