გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ასწლოვანი ხის ციხისძირიდან ურეკში, დენდროლოგიურ პარკში გადარგვის საკითხზე კომენტარი გააკეთა. აგულაშვილის განცხადებით, მათი სამინისტროს კომპეტენციაში ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედიოდა.
„მე ადრეც მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ეს საკითხი არც დასაწყისში, არც მისი განხორციელების პროცესში, არ უკავშირდებოდა ჩვენი სამინისტროს კომპეტენციას. არც დაცული ტერიტორიების სააგენტოს, არც ეროვნული სატყეო სააგენტოს ან ჩვენს გამგებლობაში არსებული ნებისმიერი უწყების კომპეტენციაში არ შედიოდა ამ საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, მე ისეთივე დამკვირვებელი ვიყავი ამ პროცესების, როგორც თქვენ, როგორც ნებისმიერი მოქალაქე. მე დავინტერესდი, შესაძლებელი იყო თუ არა ზოგადად, თეორიულად, პრაქტიკულად - მცენარის მსგავსი ტიპის გადაადგილება და შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდე მოსახლეობას. სხვა შეხება ამ თემასთან ჩვენ არ გვქონია", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.