ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით, გალარების პროგრამით მოქალაქეებისთვის ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგები შესუსტდება და აქედან გამომდინარე, ეს იქნება ფინანსური სტაბილიზაციისთვის პოზიტიური შედეგის მომტანი.
„აღნიშნული ფინანსური ტვირთის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ მოქალაქეების უმრავლესობას დოლარში აქვს სესხი. გალარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეებზე ფინანსური დანაკარგების რისკის შემცირებას. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი სურვილის შემთხვევაში დოლარში ნომინირებული იპოთეკური სესხები ლარში გადაიტანონ. ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი იმ მთლიან გეგმაში, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უკავშირდება", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
გალარების პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყება. ბანკები 5 დღის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება.