ესპანეთის პოლიციამ „ქართული მაფიის" წარმომადგენლების წინააღმდეგ ოპოერაციის ახალი ტალღა განახორციელა, რომლის ფარგლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.
ესპანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაკავებულთა რაოდენობა 61 პირამდე გაიზარდა.
„ქართული მაფიის" წინააღმდეგ, რომლის წევრები ბინების ძარცვას აწარმოებდნენ, ახალი დარტყმა იქნა მიყენებული. გამოძიება 2016 წლისდან მიმდინარეობს. პირველი დაკავება ივნისში განხორციელდა. ამ დროისთვის სულ 61 ადამიანია დაკავებული", - აცხადებს ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენელი.
დაკავებულთა შორის უმეტესობა ქართველია, თუმცა მათ შორის 8 ესპანელიცაა.
გამოძიების ფარგლებში დადეგენილია, რომ 300 ათას ევროზე მეტი იქნა ესპანეთიდან სხვა ქვეყნებში, ძირითადად კი საქართველოში გაგზავნილი.
ოპერაციის ფარგლებში 26 ჩხრეკა ჩატარდა, სამართალდამცველებმა 33 ათასი ევრო და 7 მანქანა ამოიღეს, ასევე ძვირფასეულობა და სხვა ძვირადღირებული ნივთები.
ოპერაციის პირველი ნაწილი Aikon I გასული წლის ივნისში და ნოემბერში ჩატარდა, რა დროსაც დანაშაულებრივი ჯგუფის 50 წევრი იქნა დაკავებული.
ოპერაცია Aikon II-ში ევროპოლის თანამშრომლები, საფრანგეთის პოლიცია და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები მონაწილეობდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობს.