საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118 ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და 236, იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო, ამის შესახებ „რუსთავი 2"-ს შს სამინსიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს.
საქართველოს პრეზიდენტის სიძეს გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლასასროლი იარაღიდან ესროლეს.
სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მინდია გოგოჭური ქვეყნის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.