აღმოსავლეთ ევროპას თავს ძლიერი ციკლონი დაატყდა. ბალკანეთის ქვეყნებში ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ მინუს 27 გრადუსს მიაღწია.
ძლიერი ყინვების შედეგად, ნაწილობრივ გაიყინა მდინარე დუნაი. უნგრეთმა და ბულგარეთმა მდინარეზე სანაოსნო მიმოსვლაზე დროებითი აკრძალვა დააწესეს.
ასევე, სერბეთსა და ხორვატიაში გაუსაძლისი ყინვებია. ოფიციალური პირები მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ და აცხადებენ, რომ უამინდობა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მიგრანტებს, რომლებიც კარვებსა და ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ.
მეტეოროლოგების პროგნოზით უამინდობა რეგიონში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.