პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე, გიორგი მარგველაშვილის სიძის მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს. აღნიშნულ ინფორმაციას, საინფორმაციო სააგენტო „პირველი" ავრცელებს.
„ჯერ ვერ გავაკეთებ ამაზე კომანტარს", - განაცხადა „პირველთან" საუბარში მიშველაძემ.
რამდენიმე საათის წინ, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. მინდია გოგოჭური ქვეყნის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი. გამოძიება მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.