logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეცწარმომადგენლად დაინიშნა
- +

25 მარტი. 2016. 13:13


„საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე „ახალი აბრეშუმის გზის" საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.


დოკუმენტში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ბახტაძე აღნიშნულ პოსტზე „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ეფექტური და თანმიმდევრული შესრულების მიზნით ინიშნება.


მასვე მიენიჭა საქართველოს სახელით „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის ფარგლებში ოფიციალური კომუნიკაციის წარმოების უფლება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner