საბურთალოს ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი" იუწყება. ადგილზე ამ წუთებში მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.