პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი წუხელ ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს.
შსს-ში „პირველს" განუცხადეს, რომ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 18 თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან 3 წლამდე.