თურქეთის პარლამენტის დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ჩხუბის მონაწილეები იყვნენ დეპუტატები მმართველი პარტიიდან „სამართლიანობისა და განვითარებისთვის" და ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრები.
ჩხუბის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.