თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „9 აპრილის ბაღში" რამდენიმე გამხმარი ხე მოიჭრა, რათა გაზაფხულზე ახალი ხეები დაირგოს.
„რამდენიმე ხის მოჭრა „9 აპრილის ბაღში" იყო განპირობებული იმით, რომ მოჭრილიყო გამხმარი ხეები, რათა საგაზაფხულო რგვების პერიოდში დამატებით დაირგოს ახალი და ჯანსაღი ხეები. ამ ბაღში წინა რგვების პერიოდში 20-ზე მეტი ხე დავრგეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.