გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ხელმძღვანელს, ლაშა ჭელიძეს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. გუბერნატორმა დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელს წარმატებები უსურვა და კოორდინირებული მუშაობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და მაჟორიტარი დეპუტატის ბიურის უფროსის თანაშემწე ნატო შეწირული დაესწრნენ.