პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა ღამის კლუბებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
„თუ არის ეთნიკური ნიშნით შეზღუდვა დაშვებაზე, ესეც კანონმდებლობის რეგულაციის სფეროს განეკუთვნება და კანონით გათვალისწინებული ფორმით უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. ყველაზე მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების რაიმე ფორმით პროსტიტუციაში ჩაბმაზე საუბარი, აქ აუცილებლად უნდა ჩაერთნენ სამართალდამცველები და შესაბამისი ზომები გაატარონ. კომენტარი გაკეთდა იმაზე, რაზეც საჭიროდ ჩათვალა მთავრობის მეთაურმა,"-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.