7 აპრილს საქართველოს კულტურის პალატა კიდევ ერთ გრანდიოზულ საღამოს გამართავს. თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი ქართველი მომღერალის თემურ თათარაშვილის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს უმასპინძლებს. ღონისძიება ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
„შემოქმედებითი საღამოს სამზადისი უკვე დაწყებულია. მონატრებული სიმღერები და მონატრებული შეხვედრა საყვარელ მსმენელთან. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ თემურ თათარაშვილი ქართველი მსენელის წინაში მეგობრებთან ერთად წარსდგება. მომღერალი თავისი შემოქმედების განვლილ გზას კიდევ ერთხელ გაიხსენებს და გრანდიოზულ საღამოს შესთავაზებს საზოგადოებას.
კულტურის პალატის მიზანია კულტურის სფეროს წარმომადგენლების, ხელოვანების, საზოგადო მოღვაწეების თანადგომა და მხარდაჭერა. პალატა ქართველი საზოგადოებისათვის მრავალი საინტერესო საღამოს, კულტურულ პროექტებსა და ფესტივალებს გეგმავს.
საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება", - ნათქვამია კულტურის პალატის განცხადებაში.