აზერბაიჯანმა საქართველოს 7 მოქალაქე „პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა, რადგან ისინი, სხვადასხვა წლებში, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არალეგალურად შევიდნენ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2016 წლის 7 იანვრის მონაცემებით იმ პირთა სიას აქვეყნებს, რომლებიც ქვეყანამ „პერსონა ნონ გრატად" გამოცხადა.
საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ სიაში საქართველოს 7 მოქალაქეა: ჟურნალისტი გურამ როგავა; ადგურ ძიძარია; ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამერნტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი; „ლიტერატუტული პალიტრას" რედაქტორი ბესო ხვედელიძე; ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის" ხელმძღვანელი მარგარიტა ახვლედიანი; მკვლევარი-მეცნიერი იური ძიცოითი და რადიო „ეხო კავკაზას" ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა.
სოხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს. სადაო ტერიტორიებისთვის კნფლიქტი ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან არსებობს.