logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანმა საქართველოს 7 მოქალაქე „პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა
- +

12 იანვარი. 2017. 15:20



აზერბაიჯანმა საქართველოს 7 მოქალაქე „პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა, რადგან ისინი, სხვადასხვა წლებში, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არალეგალურად შევიდნენ.


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2016 წლის 7 იანვრის მონაცემებით იმ პირთა სიას აქვეყნებს, რომლებიც ქვეყანამ „პერსონა ნონ გრატად" გამოცხადა.


საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ სიაში საქართველოს 7 მოქალაქეა: ჟურნალისტი გურამ როგავა; ადგურ ძიძარია; ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამერნტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი; „ლიტერატუტული პალიტრას" რედაქტორი ბესო ხვედელიძე; ორგანიზაცია „გოუ ჯგუფის" ხელმძღვანელი მარგარიტა ახვლედიანი; მკვლევარი-მეცნიერი იური ძიცოითი და  რადიო „ეხო კავკაზას" ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა.


სოხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს. სადაო ტერიტორიებისთვის კნფლიქტი ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან არსებობს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner