logo_geo
eng_logo
პირველად ისტორიაში - ბახმარომ ზამთარში უცხოელ ტურისტებს უმასპინძლა
- +

12 იანვარი. 2017. 16:38




პირველად ისტორიაში - ბახმარომ ზამთარში უცხოელ ტურისტებს უმასპინძლა. იანვარ-თებერვალში კურორტი კიდევ 60-მდე უცხოელ ტურისტს მიიღებს.


ევროპელი ტურისტების დასახვედრად კურორტზე სხვადასხვა სახის სამუშაოები დასკვნით ფაზაში შედის.


კურორტზე არსებულ სიტუაციას გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და კურორტის ხელმძღვანელობა გაეცნენ. ადგილზე მოხდა ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, რათა ჩამოსულ სტუმრებს კურორტი კეთილმოწყობილი დახვდეს.


როგორც კურორტზე მყოფმა გერმანელმა ინვესტორმა აღნიშნა, ის უკვე ორი წელია, რაც საქართველოში იმყოფება და იკვლევს უხვთოვლიან, განვითარების პერსპექტივების მქონე სამთო კურორტებს.


„ბახმარო გასულ წელს აღმოვაჩინე და გუბერნიის ოფისის დახმარებით დავამყარე კომუნიკაცია. ამოვედი კურორტზე, დავიწყე მისი შესწავლა და ზამთრის სეზონისთვის მზადება. წელს გვაქვს პირველი სატესტო სეზონი, შევიძინე სპეციალური ტექნიკა და დავიქირავე კოტეჯები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, გუბერნატორს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას გაწეული დახმარებისთვის, მადლობა პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტს" კვალიფიციური კადრების მოწოდებისთვის. მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ ევროპელ ტურისტებს მოსწონთ ბახმარო და მათში აღფრთოვანებას იწვევს აქაური ბუნება და თოვლი. მომავალი სეზონისთვის ავაშენებ სასტუმროს, შევიძენ დამატებით ტექნიკას, დავასაქმებ კიდევ უფრო მეტ ადამიანს და დავიწყებ ამ დიდი პროექტის განვითარებას", - აღნიშნა ინგუ შლუტიუსმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner