logo_geo
eng_logo
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ხობის სალოტბარო სკოლას ახალი ინვენტარი და მუსიკალური საკრავები გადასცა
- +

25 მარტი. 2016. 13:23


ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიაღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია და ცენტრის სხვა წარმომადგენლები  ხობის სალოტბარო სკოლას ესტუმრნენ და სწავლის მიმდინარე პროცესს გაეცნენ.

 

 

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა სალოტბარო სკოლას  ახალ ინვენტარი, ხალხური მუსიკალურ საკრავები, კომპაქტდისკები და სასწავლო  ლიტერატურა გადასცა. ასევე გაიმართა შეხვედრა სკოლის ხელმძღვანელობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსწავლეებთან.

 

 

ღონისძიებას სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ხობის სალოტბარო სკოლა ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს და უძველეს ქართულ სიმღერებსა და ტრადიციულ გალობას უკვე 40 -ზე მეტი მოზარდი ეუფლება.


შეხვედრის დასასრულს, გუბერნატორი ლევან შონია და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია ადგილობრივ ხელისუფლებას  შეხვდნენ და ხობის მუნიციპალიტეტში ფოლკლორის შენარჩუნებისა დ განვითარების მიზნით დაგეგმილ და მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს.


ხობის სალოტბარო სკოლაში 120 მოსწავლე ქართულ ხალხურ სიმღერასა და გალობას ეუფლება, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო დაფინანსებით, სწავლა განაგრძონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. გარდა ამისა, ახალგაზრდებს შეეძლებათ, ჩაერთონ სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში, რაც საგრძნობლად გამოაცოცხლებს რეგიონის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებას", - ითქვა შეხვედრაზე.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის  ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 14 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს კი მათი რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. კერძოდ,  სკოლების გახსნა დაგეგმილია ბაღდათის,  ონისა და  ცაგერის რაიონებში. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


მიუხედავად იმისა, რომ სალოტბარო სკოლების  უმეტესობა ერთი წელი არ არის, რაც გაიხსნა, საკმაოდ კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ახალი თაობა დაინტერესებულია საფუძვლიანად შეისწავლოს  ქართული ხალხური სიმღერები და ტრადიციული გალობა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონებში ფოკლორის შენარჩუნებასა და მის განვითარებას", - გვითხრა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი გაბუნიამ.

 

2015 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენის, მოვლასა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა ეტაპობრივად დაიწყო.

 

მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში, ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტების მიერ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე, მსურველები უფასოდ შეისწავლიან უძველეს ქართულ სიმღერებსა და ტრადიციულ გალობას. ასევე სკოლებში დასაქმდებიან ადგილობრივი, პროფესიონალი ლოტბარები.  გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდებს, სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, განათლება უფასოდ მიიღონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. გარდა ამისა, ახალგაზრდებს შეეძლებათ, ჩაერთონ სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში, რაც საგრძნობლად გამოაცოცხლებს რეგიონის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებას.


შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2015 წელს სალოტბარო სკოლებს რეგიონებში (კასპი, გორი, ბორჯომი, ზესტაფონი, ხობი, ოზურგეთი, თეთრიწყარო) ქართული ხალხური საკრავები (ფანდური, ჩონგური, სალამური, ჭუნირი, ჩანგი), საოფისე ინვენტარი და გამათბობლები გადასცა. 2016 წლისათვის დაგეგმილია ყველა სალოტბარო სკოლისათვის საკრავებისა და ინვენტარის შეძენა და ინფრასტრუქტურის გამართვა. წარმომადგენლობების (ცენტრების) საქმიანობის ძირითადი მიზანია: ეთნოფორებთან მუშაობა, ფოლკლორული მასალების მოძიება, ჩაწერა-დაფიქსირება, არქივის შექმნა და ბაზის გამდიდრება. ადგილობრივი ცენტრების საქმიანობის ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მხარეა - მომავალი თაობისათვის სწავლება, ადგილობრივი კადრებისა და სპეციალისტების აღზრდა, ქართულ ფოლკლორში კუთხურობის შენარჩუნება და დამკვიდრება. ამ მიზნით, უკვე გახსნილ წარმომადგენლობებში შექმნილია სალოტბარო სკოლები  - სიმღერა-გალობა და  ქორეოგრაფიული განყოფილებები, მალე გაიხსნება ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ჯეპრას" მედია მენეჯერი მაია ტაკაშვილი

577 24 40 85

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსი თამარ ახობაძე

595 07 16 38


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner