logo_geo
eng_logo
ხაშურში მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
- +

12 იანვარი. 2017. 18:10



ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაშავდა.


არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია.


„პირველს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner