ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია.
„პირველს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.