logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- +

12 იანვარი. 2017. 19:30



მედიაშ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში მამაკაცის თვითმკვლელობის შესაძლო მიზეზი სამსახურიდან დათხოვნა ან მეუღლის მკურნალობის ხარჯების არ ქონა გახდა, ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, არ დასტურდება. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო დაუკავშირდა როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახს.


„ორივე მხარე საუბარში უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმკვლელობის შესაძლო მიზეზი სამსახურიდან გათავისუფლება ან მეუღლის მკურნალობის ხარჯების არ ქონა გახდა. როგორც ოჯახის წევრი აცხადებს, გარდაცვლილს მეუღლის სამედიცინო მომსახურება სრულად დაუფინანსდა როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში (6878 ლარი), ისე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ (3500 ლარი). ოჯახი არ ადასტურებს გარდაცვლილის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტსაც", - ნათქვამია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner