ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„გიგი უგულავა „იმედის" ეთერში ამტკიცებს, მიხეილ სააკაშვილი ჯართიაო, რეალობასაა მოწყვეტილიო, მე ყველაფერს ვგრძნობ და მესმისო... ნუ, აი, აქ კი თავად უგულავაც მოსწყდა რეალობას - არ სურს აღიაროს, რომ სააკაშვილი ჯართუხუცესია, დანარჩენები კი „ჯართები"!
არა, გენაცვალეთ, მე ამდენ ჯართს ვერ ჩავიბარებ, იაფი კი არის, მაგრამ ფართი არ მაქვს, სად უნდა დავყარო?", - წერს ზედელაშვილი.