logo_geo
eng_logo
„რამდენადაც არ უნდა დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა“, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“
- +

12 იანვარი. 2017. 23:07



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა, "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები შეაფასა. როგორც გოგიჩაიშვილი აცხადებს, პარტიიდან გამოყოფილი ადამიანები წინა ხელიწუფლების პერიოდში ჩადენილ ქმედებებზე თანაბრად არიან პასუხისმგებლები.


„რამდენადაც არ უნდა დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა", ეს ადამიანები აღებულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. არ მგონია, რომ ვანო მერაბიშვილი უკეთესი გახდება მას შემდეგ, რაც შევა ახალ პარტიაში, რაღაც შეიცვლება გიგი უგულავას მიმართებით ან სხვანაირი გახდება გიგა ბოკერია. ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილ ადამიანებთან ერთად იზიარებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა თანმდევი იქნება მათი საქმიანობის.

 

ამ პარტიის დაშლა ბუნებრივი იყო, რადგან ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილის გვერდით იყვნენ მაშინ, როდესაც ის ფლობდა ძალაუფლებას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს ადამიანები გარკვეული ანგარებით იყვნენ გაერთიანებულნი და ეს ანგარება იყო ის ძალაუფლება, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ფლობდნენ და იყენებდნენ ამ ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner