logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: „ნაც-გირჩები“დასცინიან ჩემი ქვეყნის პოლიციას...
- +

13 იანვარი. 2017. 00:37



ჟურნალისტი ზაზა დავითაია ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის" მიერ მარიხუანის დათესვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს პოლიციას მიმართავს:


„გუშინ გამოვაცხადე, ხვალ მარიხუანას დათესვას ვაპირებ მეთქი...

 

მინდოდა, სამართალდამცველები ფაქტის წინაშე დამეყენებინა-როგორ მომეპყრობოდნენ მე, როცა ამდენი ხანია, ნაც-გირჩები" არ დაუჭერიათ, არადა, მათმა დათესილმა კანაფმა უკვე თითქმის, ნაყოფიც გამოიღო... როგორც იქნა, ყური შეიბერტყეს და დათესილი კანაფი წაართვეს... მეც, გადავრჩი თავგანწირვას. მაგრამ, ერთი შეხედეთ, როგორ დასცინიან ჩემი ქვეყნის პოლიციას...

 

პოლიციელებო, თქვენი პატივი და მუნდირის ღირსება ამ ნაჯალათარების ქილიკმა ნუთუ არ შელახა? ნუთუ, ყველას უფლება აქვს, საქრთველოს პოლიციას ისე დასცინოს, როგორც ნაცებმა" დაგცინეს? ნუთუ, მათს უკვე ამ საქციელში, კანონის ხელყოფის ახალი ფაქტი ვერ შეამჩნიეთ?

 

გთხოვთ... დაიცავით ჯერ თქვენი და მერე საქართველოს იმ მილიონობით მოქალაქის ღირსება, ვისაც ნაცები" 9 წლის განმავლობაში აბუჩად იგდებდნენ და დღემდე დასცინიან!" , -წერს დავითაია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner