logo_geo
eng_logo
აჰმეთ დავუთოღლუ: ანკარაში ტერაქტი სირიაში მოქმედმა „ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის“ მებრძოლმა განახორციელა
- +

18 თებერვალი. 2016. 13:54



თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუ განცხადებით, ანკარაში ტერაქტი სირიაში მოქმედმა „ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის"" მებრძოლმა განახორციელა.



დავუთოღლუს განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტი ეთნიკური სირიელი ვინმე სალიჰ ნეჯარია. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელმაც მას ტერაქტის განსახორციელებლად ლოჯისტიკური სახის დახმარება გაუწია.



დავუთოღლუს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია 9 ადამიანი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner