თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ანკარაში ტერაქტი სირიაში მოქმედმა „ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის"" მებრძოლმა განახორციელა.
დავუთოღლუს განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტი ეთნიკური სირიელი ვინმე სალიჰ ნეჯარია. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელმაც მას ტერაქტის განსახორციელებლად ლოჯისტიკური სახის დახმარება გაუწია.
დავუთოღლუს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია 9 ადამიანი.