logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი ჯონ კერის ხელბარგის ტარების გამო გაეხუმრა
- +

25 მარტი. 2016. 13:31


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ხელბარგის ტარების გამო გაეხუმრა. პუტინმა კერისთან საუბრისას აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ჯონ კერიმ ხელბარგი ვერვის ანდო, რადგან  ჩანთაში ფული ედო:


„დღეს, როდესაც დაგინახეთ, როგორ ჩამოდიხართ თვითმფრინავიდან და ხელბარგი მოგაქვთ, ცოტა გული დამწყდა. ერთი მხრივ, ეს ძალიან დემოკრატიულია, მეორე მხრივ კი, ვფიქრობ, რომ როგორც ჩანს, აშშ-ში საქმეები ძალიან ცუდადაა, სახელმწიფო მდივანს ხელბარგის ტარებაში დამხმარე არ ჰყავს. მაგრამ, თითქოს ეკონომიკური მდგომარეობა კარგია, შემცირებები არ არის. შემდეგ ვიფიქრე - იქნებ ამ კეისში ისეთი რამე დევს, რაც თქვენ ვერავის ანდეთ, რამე ძვირფასი - ალბათ ფული ჩამოიტანეთ, მნიშვნელოვან საკითხებზე სავაჭროდ", - ამ სიტყვებით მიმართა პუტინმა კერის.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პუტინს შეhპირდა, რომ ბარგის შიგთავსს ორმხრივი შეხვედრის დროს აჩვენებდა:

 

„როდესაც განვმარტოვდებით, მე გაჩვენებთ, რა მიდევს ჩანთაში, ვფიქრობ, ეს გაგაკვირვებთ. ეს სასიამოვნო სიურპრიზი იქნება", - განაცხადა ჯონ კერიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner