„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს:
„მოკლედ, ძვირფასო ნაცებო (ეს დროც დადგა), ჩემთვის ენმ-ის თემა ამოიწურა.
შესაბამისად, მთელი ჩემი ენერგიის მიმართვას ვაპირებ ჩემი ქვეყნის მთავარი პრობლემის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
შეეცადეთ, აღარ შევაწუხოთ ერთმანეთი ენმ-ის საკითხით. უბრალოდ შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით. ნურც თქვენ გაირჯებით. ნურც მე გამრჯით.
P.S. წარმატებებს გისურვებთ იქ, სადაც ჩვენი შეხედულებები და ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა", - წერს ჩერგოლეიშვილი.