ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორ ჯგუფად გაყოფას ეხმაურება:
„რაც ვნახე დარჩენილი ნაცმოძრაობის ლიდერთა გამონათქვამები, ყველა ერთ თემაზეა: „ნახეთ რა ცოტანი არიან".
ამის ანალიზი ასე შეიძლება: აწუხებთ, რომ საპარლამენტო ფრაქციის უდიდესი ნაწილი იქითაა; სიტყვა „ცოტას" აკვიატებული განმეორება მიზანი ამ წუხილის გადაფარვაა.
პირველი და კონკრეტული შეკითხვა, რომელზეც აწ უკვე არაერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოუწევს პასუხი: ის რამდენიმე დეპუტატი, ვინც მიშას ერთგული რჩება, აპირებს თუ არა პარლამენტში მოღვაწეობას? თუ აპირებს, რატომ? - განხეთქილება ხომ პარლამენტში არშესვლის საკითხით დაიწყო?
ეს ამ განახლებული პარტიის პირველი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. კარგი, „ბალასტისგან განთავისუფლდნენ", მტვერი ჩამოიფერთხეს, მაგრამ აწი რას აპირებენ?" ,- წერს ნოდია.