მსახიობი, რეჟისორი, თბილისის საკრებულოს წევრი, ზაზა კოლელიშვილი 60 წლისა გახდა. მსახიობმა 1997 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1981 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ხოლო 1996 წელს ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1981-1984 წლებში მუშაობდა თელავის სახელმწიფო თეატრში, 1984-1991 წლებში რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში. 1985 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში".
დღემდე ითამაშა 100 ფილმში. მთელი ეპოქა შექმნა ქართულ კინოში:
ნატვრის ხე (შეთე) - (1976)
ქორწინება იმერულად - (1979)
კაშხალი მთაში (გიგო) - (1979)
შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე - (1981)
კუკარაჩა (მურტალო) - (1982)
ბანდიტი აგურის ქარხნიდან (ჯანო) - (1983)
ათოვდა ზამთრის ბაღებს (აჩიკო) - (1984)
ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა - (1984)
მამაკაცები და სხვები - (1985)
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში - (1985)
დედუნა - (1985)
ხარება და გოგია (ჟორჟიკა ბერძენიშვილი) - (1987)
ბრავო, ალბერ ლოლიშ! - (1987)
გამოცხადება - (1988)
მამა, შვილი და ნიავი - (1988)
ომი ყველასთვის ომია (სტალინის შვილი) - (1990)
ისინი - (1992)
ტბა - (1998)
ქუთაისელი ბაბუა - (2007)
მედიატორები - (2008)
გარიგება 2 - (2011)
ყველა ფილმის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ერთი კი ფაქტია, კინოში ის გახლავთ განუმეორებელი და ორიგინალური სახეების შემქმნელი.
ზაზა კოლელიშვილის ოცნებაა, თელავში ააშენოს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინოცენტრი. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ეს ოცნება მალე რეალობად იქცევა, მზად აქვს უკვე პროექტიც.