logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ბავშვმა ოჯახში დედა წიგნით ხელში თუ არ ნახა, წიგნს არასოდეს წაიკითხავს
- +

13 იანვარი. 2017. 03:02


 

„მშობლები თვლიან, რომ მასწავლებელს ჯადოსნური ჯოხი აქვთ. არადა, ბავშვმა თუ ოჯახში იგივე არ მოისმინა, რომ სწავლა კარგია, დედა თუ წიგნით ხელში არ ნახა, წიგნს არასოდეს წაიკითხავს",- ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 2030-ის ეთერში განაცხადა. მინისტრმა, სწავლის მიმართ ბავშვის დამოკიდებულებაზე და მშობლის როლზე ისაუბრა. 


„მშობლები თვლიან, რომ მასწავლებელს ჯადოსნური ჯოხი აქვთ. არადა, ბავშვმა თუ ოჯახში იგივე არ მოისმინა, რომ სწავლა კარგია, დედა თუ წიგნით ხელში არ ნახა, წიგნს არასოდეს წაიკითხავს, რადგან იფიქრებს, რომ კარგი რომ იყოს, მას დედა ან მამა გამოიყენებდა. ოჯახი და მასწავლებელი უნდა დავიყოლიოთ, რომ ბავშვს მეტი სიყვარული მისცენ. ამისთვის დროა საჭირო.

 

დღეს კი, ჩვენს მასწავლებელს იმდენი დოკუმენტაციის გაკეთება უწევს რომ ვერ მიხვდებით, ის მასწავლებელია თუ ბუღალტერი. ჩვენ ამ სქემას აუცილებლად შევცვლით. ეს პროცესი ძირითადად დაწყებულია", - განაცხადა ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner