logo_geo
eng_logo
ნიკა მელია: ბოკერიას სახელისუფლებო ბერკეტი რომ ჰქონდეს, ალბათ იზოლატორში გამომკეტავდა!
- +

13 იანვარი. 2017. 04:25



„ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია  „რეზონანსთან" ინტერვიუში პარტიაში მიმდინარე პროცესებს აფასებს. მელიას განცხადებით,  პარტიის დაპირისპირებულმა ნაწილმა იცის, რომ 7 ათასი დელეგატით ყრილობაზე მათ მიერ დაყენებული ყველა საკითხი ჩავარდება, ამიტომ მიიღეს იძულებითი გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ.


„ახლა შესაბამის მომენტს ეძებენ, რომ კარები ხმაურით გამოხურონ. ამ ყველაფრის შემდეგ კი დაიწყეს უბრალოდ მავნებლობა, ცენტალური ოფისიდან გაათავისუფლეს ყველა ის ადამიანი და ასევე საპარლამენტო სიიდან ამოწერეს ყველას ის აქტიური წევრი, ვინც გიგა ბოკერის მხარს არ უჭერდა. ბოკერიას „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარეობოდან ჩემი გადაყენებაც სურდა, რადგან მას მხარს არ ვუჭერ, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. ერთი სიტყვით, გიგა ბოკერიამ ჩაიდინა ყოვლად წარმოუდგენელი ქმედებები. ეს არის სწორედ ის, რაც საზოგადოებას არ მოსწონდა „ნაციონალურ მოძრაობაში". მას სახელისუფლებო ბერკეტი რომ ჰქონდეს, ალბათ დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომკეტავდა" , - აღნიშნა მელიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner