ნიუ იურკში „ტრამპ ტაუერში" ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველი პრესკონფერენცია ჩატარდა.
ჟურნალისტებისთვის ყველაზე მთავარი თემა ტრამპისა და რუსეთის ურთიერთობა აღმოჩნდა. პრეზიდენტმა მედიასთან ურთიერთობის ჩვეულ სტილს არც ამჯერად უღალატა და CNN-ის ცნობილ ჟურნალისტს ჯიმ აკოსტას განუცხადა, რომ მის დასმულ კითხვაზე არ უპასუხებს, რადგან თვლის, რომ აღნიშნული გამოცემა „Fake news" (ყალბი) -ია.
ჯიმ აკოსტა რამდენიმე ხნის განმავლობაში ცდილობდა დონალდ ტრამპისთვის კითხვის დასმას, თუმცა ამ უკანასკნელმა ჟურნალისტს ამის საშუალება არ მისცა.
ტრამპის ქმედებას მოჰყვა ჟურნალისტის რეპლიკა: „თქვენ თავს ესხმით თავისუფალ მედიას, მოგვეცით შეკითხვის დასმის საშუალება".
აკოსტას ამ რეპლიკას ტრამპმა უპასუხა: „თქვენ ამაზე კითხვას ვერ დასვამთ, „Fake news" ხართ."
სავარაუდოდ, ტრამპი CNN-ზე მას შემდეგ გაბრაზდა, რაც გამოცემამ გამოაქვყენა სტატია, სადაც ეწერა, რომ რუსეთი ტრამპის ფინანსურ საქმინაობაზე კომპრომატებს ფლობდა.