აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ მასშტაბურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი რეფორმა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.
„მე ვიქნები სამუშაო ადგილების ყველაზე დიდი მწარმოებელი, ვინც კი ღმერთს ოდესმე შეუქმნია," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ასევე ისაუბრა ბიზნესსაქმიანობის შესახებ და განაცხადა, რომ მას შეეძლო საკუთარი ბიზნესი და ქვეყანა ერთდროულად ემართა, თუმცა ასე არ მოსწონდა.