logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტი მიშაა და ციხისძირიდან პალმა უნდა გადაირგოს
- +

25 მარტი. 2016. 12:56


ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე „facebook"-გვერდზე ასწლოვანი ხის ციხისძირიდან გადარგვის საკითხთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს, რა მოხდებოდა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს რომ გადაერგოთ ხე.


 

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტი მიშაა (იმე, ღმერთმა დაგვიფაროს) და ციხისძირიდან პალმა უნდა გადაირგოს, ვთქვათ, ანაკლიაში. რა ხდება ამ დროს - 1 თვით ადრე იწყება გაპიარება, პირველ ბარს მიშა დაჰკრავს, იქვე იქნებიან სხვა ქვეყნიდან ჩამოტყუებული პრეზიდენტები, არის ხალხმრავლობა და ზეიმი. გზადაგზა პურმარილები, კონცერტები, დოლი და გარმონი, ტრიბუნები... მთავარი სანახაობა კი გადარგვის დღესაა, -ჩამოსულია მსოფლიოს ტელეკომპანიები, გადაკეტილია გზები და ხიდები, გზებზე გამოფენილია ხალხი და ყვირიან - მიშაააა!!! და აი, ხე შეცურდება ზღვის ტალღებში და მიშა დასცხებს მაღალ რეგისტრში- თქვენ მომსწრე ხართ ნამდვილი სასწაულის, პირველად საქართველოში, პირველად დედამიწაზე, პირველად და ბოლოჯერ, ნახეთ, დაიმახსოვრეთ, რა ხდება და ამ დროს ციდან ვერტმფრენები გადმოყრიან წიწვებს და გადმოაფრენენ გადამფრენ ფრინველებს... და მთავარი, ვინც მთელ ამ ზეიმს" დააფინანსებს, უკვე აუცილებლად საკანში იჯდება და კედელთან ცოცხები იქნება მიყუდებული... ( ვაიმე, ამის დაწერისასაც კი ცუდად გავხდი... სერიიდან - რას გადაურჩა თბილისი)", - წერს კვაჭანტირაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner