ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, „აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის" ფარგლებში სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა.
„ჩვენ პროგრამები შევქმენით, რომელიც არის ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი. შეგვიძლია ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში იყიდონ ქართული პროდუქცია, რადგან ის არის კარგი. სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსებით გაცემული სახსრები იქნება ლარში, რაც ლოგიკურია, იქიდან გამომდინარე, რომ კურსთაშორისი სხვაობა პრობლემას უქმნის დამწყებ ბიზნესებს, ეს კი მათ საშუალებას აძლევს რისკების დაბალანსებისა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.