logo_geo
eng_logo
ქართველი ჟურნალისტისთვის „პერსონა ნონ გრატა" სტატუსის მოხსნაზე საგარეო უწყება მუშაობს
- +

13 იანვარი. 2017. 12:35


 


ჟურნალისტ გურამ როგავას ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიერ მისი „პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადების საკითხზე, საქართველოს საგარეო უწყებამ მუშაობა აქტიურად დაიწყო.


ჟურნალისტის თქმით, საგარეო უწყება აზერბაიჯანულ მხარეს გუშინ დაუკავშირდა.


გურამ როგავა საკითხზე კონსულტაციის გავლას იურისტებთანაც გეგმავს.


ჟურნალისტის განმარტებით, აღნიშნული სტსტუსის მიღების  მიზეზი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლა გახდა, თუმცა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება საქმის კურსში იყო გადამღები ჯგუფის ტერიტორიაზე ჩასვლისა და იქ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შესახებ.


კონსულტაციებს გავივლი იურისტებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. როგორც მითხრემ, უნდა მოვიხადო საჯაროდ ბოდიში, რის შემდეგაც ეს სტატუსი უქმდება. ვიდრე წავიდოდით კონფლიქტის გასაშუქებლად ყარაბაღში, საელჩოებს წინასწარ ვაცნობეთ, აზერბაიჯანის ხელისუფლებაც საქმის კურსში იყო. გაუგებარია რატომ აღმოვჩნდი ამ სიაში, მით უმეტეს იმ მიზეზით ჩავედი, რომ ობიექტურად გამეშუქებინა ვითარება",- განაცხდა „პირველთან" საუბარში როგავამ.


როგავა იმედოვნებს, რომ საკითხის შესწავლი შემდეგ, ყველაფერი დადებითად გადაწყდება.


იმედი მაქვს, რომ საკითხს შეისწავლიან და მიხვდებიან, რომ ეს არ იყო მიკერძოებული და რომელიმე მხარის სასარგებლოდ გაკეთებული სიუჟეტები. ჩემთვის ამ სტატუსის მიღება არ არის სასურველი, რადგან პირადი და სამუშაო მიზნებით ხშირად ჩავდივარ აზერბაიჯანში", - განაცხადა როგავამ.


აზერბაიჯანმა საქართველოს 7 მოქალაქე „პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა, რადგან ისინი, სხვადასხვა წლებში, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არალეგალურად შევიდნენ. აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ სიაშია: ჟურნალისტი გურამ როგავა; ადგურ ძიძარია; ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამერნტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი; „ლიტერატუტული პალიტრას" რედაქტორი ბესო ხვედელიძე; ორგანიზაცია "გოუ ჯგუფის" ხელმძღვანელი მარგარიტა ახვლედიანი; მკვლევარი-მეცნიერი იური ძიცოითი და რადიო "ეხო კავკაზას" ჟურნალისტი ზა 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner