logo_geo
eng_logo
თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
- +

13 იანვარი. 2017. 12:49



თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ისნის რაიონში, წუხელ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.


როგორც „კვირას" ერთ-ერთმა მობინადრემ განუცხადა, შემთხვევის დროს საცხოვრებელ სახლში სულ 5 პირი იმყოფებოდა. CO-ს გაჟონვის შედეგად 4 ადამიანი უგონო მდგომარეობაში იყო.


როგორც „კვირას" თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ექიმთა ბრიგადამ 4 პირს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა. შესაბამისად ისინი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ.


მომხდარი ფაქტი „კვირას" შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner