თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ისნის რაიონში, წუხელ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
როგორც „კვირას" ერთ-ერთმა მობინადრემ განუცხადა, შემთხვევის დროს საცხოვრებელ სახლში სულ 5 პირი იმყოფებოდა. CO-ს გაჟონვის შედეგად 4 ადამიანი უგონო მდგომარეობაში იყო.
როგორც „კვირას" თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ექიმთა ბრიგადამ 4 პირს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა. შესაბამისად ისინი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ.
მომხდარი ფაქტი „კვირას" შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.