NBA All Star-ის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, პირველი შუალედური რეიტინგის მსგავსად, კვლავ მეორე ადგილზეა.
ქართული სპორტული საიტების ინფორმაციით, რეიტინგის მიხედვით „გოლდენ სტეიტის" ქართველ კალათბურთელს გულშემატკივრების 823 376 ხმა დაუგროვდა. პირველ ადგილს ფაჩულიას თანაგუნდელი კევინ დურანტი 987 479 ხმით იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა 630 766 ხმით „სან ანტონიოს" წევრი კავაი ლეონარდი.