logo_geo
eng_logo
აღადგინეთ „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ - მანიფესტი ვასილ მაღლაფერიძეს
- +

13 იანვარი. 2017. 14:12


 

 

აღადგინეთ „გააგრძელე საქართველოს ისტორია" - ინტერნეტსივრცეში „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მისამართით მანიფესტი გავრცელდა. მანიფესტის ავტორი „ისტორია - საინტერესო ფაქტების"  დამფუძნებელი დავითი ალავიძეა.

 

„გთხოვთ აღადგინოთ მხატვრული, ისტორიული, მრავალსერიანი ფილმის პროექტი „გააგრძელე საქართველოს ისტორია", - ნათქვამია მიმართვაში.


აქვე გთავაზობთ დავით ალავიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას:


„ბატონო ვასილ, გილოცავთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურ დირექტორად არჩევას, წარმატებებს გისურვებთ ღიერსეული არხის ღირსეულად მართვაში.

 

მოგმართავთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პტოექტთან დაკავშირებით. ისტორიული მხატვრულ-დოკუმენტური სერიალი „გააგრძელე საქართველოს ისტორია" არის ერთადერთი საინტერესო შემეცნებითი პროდუქტი ქართულ ტელე-ინტერნეტ სივრცეში, რომელიც საშუალებას იძლევა დღევანდელი ეპოქის შესაბამისად გავეცნოთ ჩვენი ქვეყნის წარსულს - მივიღოთ ცოდნა და სიამოვნება პარალელურად. ეს ფილმები ნამდვილად საგანძურია ჩვენთვის, როგორც ისტორიის მოყვარულთათვის. როგორც სოციალურ ქსელში დიდმა გამოხმაურებამ აჩვენა, ეს ტელეპროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში, და არა მარტო, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და ქვეყნის და რეგიონის სიღრმისეულ ცოდნას. წინა სერიები სკოლებშიც კი იყო შეტანილი დამხმარე სახელმძღვანელოდ. დიდმა გამოხმაურებამ ემიგრაციიდან დაადასტურა, რომ ქართველი ემიგრანტებისთვის „გააგრძელე საართველოს ისტორია" ერთგვარი საზრდო და თვითმყობადობის შენარჩუნების საუეთესო საშუალებაა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, აღნიშნულ პროექტს დაფინანსება გაუნახევრეს, რაც გადაცემის დახურვის ტოლფასია. ეს ნიშნავს ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი უალტერნატივო და უკონკურენტო პატრიოტული პროექტის გაჩერებას და ჩვენს რეალობაში ისედაც არსებული მწვავე დეფიციტის გაღრმავებას. ბატონო ვასილ, გთხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან გამოყოთ სახსრები, რათა ეს ხალხისთვის საყვარელი პროექტი არ გაჩერდეს და განაგრძოს იმ საქმის კეთება, რომელიც ბევრ ჩვენთაგანს აცნობს და აყვარებს თავის ქვეყანას", - ნათქვამია განცხადებაში.


https://manifest.ge/main/item/1170




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner