logo_geo
eng_logo
თურქმენული ნავთობის ტრანზიტი საქართველოს ბიუჯეტს დამატებით 60 მლნ ლარს მოუტანს
- +

13 იანვარი. 2017. 14:15


 


თურქმენული ნავთობის ტრანზიტი საქართველოს ბიუჯეტს დამატებით 60 მლნ ლარს მოუტანს. მიღწეული შეთანხმებით, თურქმენეთთან კონტრაქტი 3 წლიანია. საქართველოს დერეფანში წლიურად 1,5 მლნ ტონა, ჯამურად კი, 4,5 მილიონი ტონა ნავთობის გატარება მოხდება.


„საქართველოს რკინიგზის" ცნობით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი დერეფანში გადზიდვების 30%-ს შეადგენს. აქედან უდიდესი წილი სწორედ სარკინიგზო ტრანზიტის შემადგენელი ნაწილია.


შეგახსენებთ, რომ 2007-2008 წლებში საქართვრლოს ტერიტორიის გავლით, თურქმენეთიდან დაახლოებით 600 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდებოდა. 2008 წლის აგვისტოდან კი ტვირთები მახაჩკალის მიმართულებით ნოვოროსისკის პორტში გადამისამართდა. 2013 წლიდან თურქმენეთთან მოლაპარაკებები განახლდა და 2015 წელს, პირველი საცდელი პარტიის შემდეგ, 2016 წელს „კასპიან ტრანზიტის" მეშვეობით 1.3 მონ ტონა თურქმენული ნავთობი გადაიზიდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner