„არგენტინის სახლი საქართველოში" მოსკოვიდან მიღებულ წერილს ავრცელებს:
„50 წელზე მეტი გავიდა 1965 წლის ივლისის საღამოს შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ამხანაგური თამაში გამართა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებთან ბრაზილიის ნაკრებთან ცნობილ ლუჟნიკების სტადიონზე. იმ ნაკრებში მინდორზე 5 ფეხბურთელი იმყოფებოდა!!! იმ დროისთვის, თავიანთი აღმავლობის პიკს მიღწეული ქართული ფეხბურთის აღზრდილები. სამწუხაროდ, თანანამედროვე საზოგადოებრიობის ბევრი ნაწილისათვის არ არის ცნობილი მათი სახელები, იმ ვირტუოზების შესახებ, რომლებიც არიან: სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, გიორგი სიჭინავა, ანზორ კავაზაშვილი, ვლადიმერ ბარქაია. თუმცა, პირველი ორი სახელი მოიხსენიებოდა მსოფლიოს ნაკრებში- ორი მოთამაშის, თბილისის „დინამოს" ერთი კლუბიდან, უნიკალური მიხეილ მესხისა და განუმეორებელი სლავა მეტრეველის. ამ ორი ფეხბურთელის თამაშის ყურებით, ხალხისთვის რეალური დასტური იყო იმისა, რომ ფეხბურთი არის ხელოვნება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელმა შეძლო შესულიყო ფეხბურთის ისტორიაში. ცნობილი ფოტოსურათი, რომელშიც ლეგენდარული პელე თამაშის შემდეგ დგას ზემოთ აღნიშნული კორიფეების ხელგადახვეულ გარემოცვაში, ნახევარი საუკუნის განმავლობაში აღიბეჭდება მსოფლიოს სხვდასხვა პუბლიკაციებში, მათ შორის რუსეთის. და უამრავ რუს ქომაგებს ძალიან სურთ გაეცნონ ვინ იყვნენ ის ქართველი ფეხბურთლები, რომლებთანაც პატივისცემის ნიშნად პელემ მათ გვერდით გადაიღო სურათი, ანუ გაეცნონ ამ სურათის ისტორიას. ამ სურათმა, თანამედროვე ფებურთზე დაწერილ არაერთ წიგნს თავისებური ელფერი მისცა რომელიც არ ძველდება და გამოხატავს იმ სულს, რომელიც იმ საღამოს სუფევდა ლუჟნიკების მინდორზე. დადგა დრო ამ სურათის უკვდავყოფისა მონუმენტად, რომელიც აღადგენდა თაობებს შორის უწყვეტ კავშირს, რაც აკლია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს და აგრეთვე ხელს შეუწყობდა იმ დროის მოგონებების გახსენებას. თვითონ ეს მონუმენტი აღქმული იქნება საქართველოს, ბრაზილიისა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების ხალხთა მეგობრობის სიმბოლოდ. გაჩნდა იმედი, ეს განხორციელდება.
ამჟამად, „არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარის, პროექტის ავტორისა და დაუღალავი ორგანიზატორის ბ-ნ ნიკოლოზ პატარქალიშვილის ხელმძღვანელობით, ( რომლის ორგანიზებითაც 1998 წლის ოქტომბერში რუსეთის 17 წლამდელმა ნაკრებმა სამი ამხანაგური თამაში გამართა არგენტინასა და ურუგვაიში ამ ქვეყნის თანატოლ ნაკრებ გუმნდებთან) მხარდაჭერისათვის წერილი გაგაზვნილია საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონ გიორგი კვირიკაშვილის, ხოლო დაფინანსებაზე ( თანახმად 2015 წლის 22 ნოემბერს წინასწარი შეხვედრისა) საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახელებზე. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები საერთაშორისო ტურნირის მომზადების თაობაზე საქართველოში, ბრაზილიის, რუსეთის, ურუგვაის, არგენტინისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მონაწილეობით, ტურნირის წინ იგეგმება პელეს ვიზიტი თბილისში, რომელიც პირადად გახსნის მონუმენტს იმავე ფოტო-სურათის საფუძველზე. აღსანისნავია, რომ დაწერილია „ჰიმნი ვარსკვლავებზე" ავთანდილ ხარაიშვილის მიერ, მუსიკა ეკუთვნის კომპოზიტორს ვაჟა აზარაშვილს. ბევრ რუს ქომაგს, რომლებსაც ახსოვთ ის მოვლენები, აგრეთვე ახალგაზრდები, დიდი სიამოვნებით ჩამოვლენ ორგანიზებულად ამ ტურნირზე საქართველოში. უნდა აღინიშნოს რომ ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიება აგრეთვე მოემსახურება პოლიტიკურ მიზნებსაც-საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის, პოლიტიკურ და საქმიანი სფეროს თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში, რომლებსაც ბევრი საერთო აკავშირებთ, აგრეთვე, სახალხო დემოკრატიის დონეზე ხელს შეუწყობს კეთილი ურთიერთობების აღდგენას საქართველოსა და რუსეთს შორს. ძნელია იმ ხალხების რაოდენობის დათვლა, რომლებსაც ისტორიულად აერთიანებს ერთი პატარა ფეხბურთის ბურთი და რამდენად დაეხმარებოდა პრობლემების მოგვარებაში. ამავე დროს, ყოველგვარი ეჭვების გარეშე, მშვიდობის ტყავის ბურთი შეძლებს გააკეთოს ის, რასაც ვერ აღწევენ პლოტიკოსები-გააერთიანოს და დაახლოვოს ხალხები".
წერილს ხელს აწერენ:
ეკომომისტი საერთაშორისო საკითხებში, პოლიტოლოგი, პუბლიცისტი, სერგეი ლორისოს ძე იოანესიანი;
სპორტის დამსახურებული ოსტატი, 1972 წლის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი, გარინჩას გამოსამშვიდობებელი თამაშის მონაწილე მარაკანზე, (1973 წელს) ევგენი სერაფიმის ძე ლოვჩევი;
მოსკოვი, 11 დეკემბერი, 2016 წელი.