logo_geo
eng_logo
ზუგდიდში 47 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
- +

13 იანვარი. 2017. 16:57




საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში 47 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა.



დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ და  ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ გადასცეს.



დემურიას ქუჩაზე, ადმინისტრაციული დანიშნულების შენობაში დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. სამინისტროს გადაწყვეტილებით,  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „თი ემ"-მა  ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, რომლის ღირებულებამ 1 711 630 ლარი შეადგინა.   რეაბილიტაციის პერიოდში სამინისტრო აღნიშნულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფდა.


სამუშაოების დასრულების შემდგომ, დემურიას ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა, ახალი, თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებული ბინები მიიღეს.  დარჩენილი 15 ბინა კი გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.



დემურიას ქუჩაზე არსებული 47 ბინიდან 14-ერთოთახიანია, 27-ოროთახიანი და 6-სამოთახიანი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner