logo_geo
eng_logo
ლარი გამყარებას განაგრძობს
- +

13 იანვარი. 2017. 17:13


 


ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7211 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7372 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.61 თეთრი შეადგინა.


გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8961 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9091 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.30 თეთრი შეადგინა.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 იანვრიდან შევა ძალაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner